WikiBear არის სათამაშო, რომელიც ამინდს, ამერიკის მეთხუთმეტე პრეზიდენტის სახელს, ხუმრობას, და ყველაფერ დანარჩენს გეტყვის რაც კი ინტერნეტში შეიზლება იპოვო. ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ ამ სათამაშოში სმარტფონთან blootooth’ით არის დაკავშირებული.
სათამაშო დათვი რომელმაც ყველაფერი იცის ამერიკის საერთაშორისო სათამაშოების გამოფენაზე იყო წარდგენილი. მას პატრონის სახელის დამახსოვრება შეუძლია და საყვარელი ფერი აქვს. რაც უფრო დიდიხანს თამაშობ მასთან, მით უფრო კარგად იმახსოვრებს პატრონის ხასიათს და მისი კომუნიკაცია უფრო პერსონალიზირებული ხდება. სათამაშო სმარტფონს Bluetooth’ით უკავშირდება, WikiBear app აპლიკაციის მეშვეობით პასუხებს ინტერნეტში ეძებს და სპეციალურად ბავშვებისთვის ფილტრავს.